LiveCaller გაძლევთ საშუალებას შეინახოთ თქვენი მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი და გვარი, ელ. მისამართი და ტელეფონის ნომერი შეიძლება განუსაზღვრელი ვადით იქნას შენახული ჩვენს სისტემაში. ამგვარად, თუ მომხმარებელი ხელმეორედ დაგიკავშირდებათ, თქვენ უკვე გექნებათ საჭირო ინფორმაცია, რაც თავის მხრივ დაგიზოგავთ დროს თქვენც და მომხმარებელსაც. შეგიძლიათ თამამად გადაერთოთ შემდეგ ეტაპზე და დააჩქაროთ მომსახურება.
რატომ? ძალიან მარტივია. ვებ-ზარის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ დროის უმოკლეს ვადაში მიაწოდოთ თქვენს მომხმარებელს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე და დაარწმუნოთ იგი, რომ თქვენი პროდუქტი ზუსტად მისთვისაა. ამ გზით, კიდევ უფრო იზრდება შანსი გაყიდოთ თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება.
თქვენ შეგიძლიათ 45%-მდე შეამციროთ თქვენი ოპერატორების მიერ მომხმარებელთან დაკავშირების მცდელობის დროც კი. ჩვენი პლატფორმა საშუალებას გაძლევთ გაუმკლავდეთ 30%-მდე უფრო მეტ ზარს, ვიდრე ამას აქამდე არსებული ინსტრუმენტებით აკეთებდით.
გაყიდვების წარმატება დამოკიდებულია მომხმარებლის შენარჩუნებაზე. არასოდეს დაკარგოთ პოტენციური მომხმარებელი!
ჩვენი პლატფორმა გეხმარებათ გაუმკლავდეთ 30%-ით უფრო მეტ ზარს, ვიდრე ამას აქამდე არსებული ინსტრუმენტებით აკეთებდით.
ჩაიწერეთ და შეინახეთ თითოეული ზარი. მიეცით საშუალება თქვენს გუნდს ქონდეს წვდომა თითოეული ზარის ისტორიასთან.